Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. (www.primeglobal.net) კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე + კონკურენტული საბონუსე სისტემა.

ფუნქციები:

** B2B კლიენტებთან დაკავშირება სხვა და სხვა არხების მეშვეობით
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის მიზნით სხვა და სხვა აქტივობების ინიცირება

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS WORD, EXCELL, PPT სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული - გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობა

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 10 დეკემბრამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე