Робота для біженців з України
ბილინგის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ბილინგის სამსახურის უფროსის ვაკანსიას.4

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -მდე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბილინგის სამსახურის მუშაობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** პაციენტების ან დაზღვევის მიერ გადასახდელი თანხების დოკუმენტაციის კონტროლი;
** ბილინგის მონაცემების ანალიზი და ანგარიშების მომზადება
** ბილინგის დოკუმენტაციის სრული სიზუსტის და შესაბამისობის უზრუნველყოფა კანონმდებლობასთან
** არსებული ფინანსური დოკუმენტების გადამოწმება და შესაბამისობა საგადასახადო და სამართლებრივ მოთხოვნებთან
** დებიტორული დავალიანების აღრიცხვა, კონტროლი და კომუნიკაცია
** ბილინგისა და რეგისტრატურის სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** რეგისტრატურის ფუნქციონირების კონტროლი / მონიტორინგი
** თვის ჭრილში მიმდინარე, არსებული და გაწერილი პაციენტების შემოსავლის გადამოწმება და დადასტურება და წარდგენა ფინანსურ დირექტორთან
** თვის ჭრილში ინვოისების შესაბამის დამფინანსებლებთან წარდგენა და მიღება ჩაბარების გაფორმების უზრუნველყოფა
** დაზღვევის შესახებ პროცესების მართვა და გადახდების შესახებ ინფორმაციის განახლება
** კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინირება,
** დაზღვევის მოთხოვნების შესაბამისად გადასახდელ თანხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა და წარდგენა
** ფასწარმოქნმის შექმნა და განფასება ჩამონათვალის განახლება სამედიცინო პროგრამაში
** პერიოდულად მომსახურების /სერვისების ღირებულების ბაზრის კვლევა და ფასების პერიოდული განახლება
** სამედიცინო მომსახურების განფასების შექმნა, კალკულაციების წარმოება, სამედიცინო პროგრამაში ასახვა
** სამედიცინო პროგრამაში სამედიცინო პერსონალის გამომუშავებით ანაზღაურების სტანდარტის მიბმა

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 დეკემბერი, 2025 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"ბილინგის სამსახურის უფროსი".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ : Info@leadermed.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე