|
დასახელება:
ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა ინტერნეტ საიტის და მობილური აპლიკაციის შესახებ;
** ინტერნეტ "ჩათში" მომხმარებლის კითხვებზე კონსულტაცია;
** ონლაინ შეკვეთების მენეჯმენტი;
** შემოსულ რეკლამაციაზე ან გაურკვეველი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში უფროსი ოპერატორის საქმის კურსში ჩაყენება და მინიმალურ ვადებში პრობლემის მოგვარება;
** შეკვეთის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება / დაზუსტება / გარკვევა;
** საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია დეტალების დასაზუსტებლად საჭიროებისამებრ;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი 148;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება (მცოცავი) 9:00 -18:00 / 13:00- 22:00;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 28 ნოემბერი.
|
|
|
|