|
დასახელება:
ასისტენტ ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
შნაიდერ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"SCHNEIDER GROUP" საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა რომელიც 2003 წელს დაფუძნდა. ამჟამად კომპანიას აქვს ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თბილისის ოფისი დაფუძნდა 2023 წელს.
ჩვენი კომპანიის შესახებ შეიტყობთ ჩვენი ვებ გვერდიდან: https://schneider-group.com/en/
პოზიცია - ასისტენტ ბუღალტერი
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის შესრულება IFRS-ის, საგადასახადო მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების გამოთვლა;
** ბუღალტერიასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციები, სტატისტიკური და სხვა შესაბამისი ანგარიშგებები;
** საგადასახადო და წლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობა და დახმარება;
** მომწოდებლების/კლიენტების სიის წარმოება და ვადების მონიტორინგი;
** დოკუმენტების კონტროლი და სისტემაში ასახვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვის რეესტრის მართვა;
** ბუღალტრული სისტემაში ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;
** ხელშეკრულებების გადახედვა და დადასტურება საგადასახადო, ბუღალტრული და ანგარიშსწორების თვალსაზრისით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
** მომწოდებლებთან, თანამშრომლებთან (ხელფასების მიმართულებით) და საგადასახადო ორგანოებთან დროული და რეგულარული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** უფროსი ბუღალტრისა და ოფისის ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრულ დოკუმენტაციასთან (გასაცემი ზედნადებები, ინვოისები RS.ge-ზე);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე;
** ბუღალტრული პროგრამების 1C და Oris-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის);
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური პაკეტი;
** შიდა სასწავლო პროგრამები-Starsacademy-უწყვეტი სწავლისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, ორიენტირებული ინოვაციაზე და ხარისხზე;
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 72ა. ვაკე პლაზას ბიზნეს ცენტრი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2025 წელი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@schneider-group.com
|
|
|
|