Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=681155&print=yes&view=jobs
 
საბაჟო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ANYWAY
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"ANYWAY" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში

"ANYWAY" არის სწრაფად მზარდი ამანათების მიწოდების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და გამჭვირვალე ლოჯისტიკურ სერვისებს საქართველოში, ჩინეთიდან შემოსულ გზავნილებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიმარტივე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და გუნდის თითოეული წევრის განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო ტერმინალში/ლასარეში ტვირთის/ამანათების გაფორმება და განბაჟების პროცესში ჩართვა;
** ტვირთის სკანერზე გატარება და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პროცედურების შესრულება;
** ტვირთის მიღება-გამოტანა ტერმინალიდან კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით;
** კომუნიკაცია საბაჟოს თანამშრომლებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** B/C კატეგორიის მართვის მოწმობა

აუცილებელი უნარები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება.

რას გთავაზობთ:

** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV info@anyway.ge არაუგვიანეს 2025 წლის 10 დეკემბრისა.

"ANYWAY" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია