|
დასახელება:
HR სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს პერსონალის მართვის სამსახურში HR სპეციალისტისა და უფროსი HR სპეციალისტის თანამდებობაზე.
1. უფროსი HR სპეციალისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აკადემიური და მოწვეული პერსონალის საგანმანათლებლო რეესტრის წარმოება;
** ტრენინგების დაგეგმვა, პოტენციურ ტრენერებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
** საკონკურსო ვაკანსიების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პერსონალის აყვანის პროცედურების მართვა;
** თანამშრომელთა სავალდებულო საქმიანობის შეფასებისა და კმაყოფილების კვლევის ჩატარების უზრუნველყოფა;
** ფიტპასის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)
2. HR სპეციალისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აკადემიური კონკურსების ჩატარება;
** აკადემიური პერსონალის სტატისტიკური მონაცემების შიდა კომუნიკაციის წყაროებში ასახვა;
** დოქტორანტების ხელმძღვანელების დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე.
ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)
საერთო ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-17:00
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
** კონკურსის ეტაპები: დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge.
სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად. გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|