კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 04 75 08
არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკური სამსახურში მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა დანადგარების გამართულ მუშაობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ
სამუშაო საათები: 09:00 - 21:00 სთ (12 საათიანი გრაფიკები)
კვირაში 3 ან 4 დღე დასვენება
ანაზღაურება: კონკურენტული კვალიფიკაციის შესაბამისად
დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/s/FYcHk
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!
|