Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=680597&print=yes&view=jobs
 
STEM ტუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: STEM ტუტორი
მომწოდებელი: KinderLab
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
KinderLab — თელავში არსებული კემბრიჯის სტანდარტების ინოვაციური განათლების ლაბი ეძებს მოტივირებულ ტუტორებს STEM მიმართულებით.

თუ გსურს, რომ ბავშვებისთვის სწავლა გახდეს აღმოჩენების, ექსპერიმენტებისა და თამაშის პროცესი — შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი!

KinderLab ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ მეცნიერებას, ტექნოლოგიებს და მათემატიკურ აზროვნებას პრაქტიკული გამოცდილებით.

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ენთუზიაზმით გაუზიარებენ მოსწავლეებს ცოდნასა და ინსპირაციას.

STEM ტუტორი (მეცნიერება, მათემატიკა და ტექნოლოგიები)

პასუხისმგებლობები:

** ინტერაქტიული გაკვეთილების და ექსპერიმენტების ჩატარება
** მოსწავლეების ჩართვა პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაში
** გუნდთან ერთად ახალი STEM აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** მოსწავლეების წახალისება შემოქმედებითი და კვლევითი მიდგომების გამოყენებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ან მიმდინარე სწავლა საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიების და პედაგოგიკის მიმართულებით
** პოზიტიური დამოკიდებულება და კომუნიკაციის უნარი ბავშვებთან
** ინტერესი ინოვაციური სწავლების მეთოდების მიმართ
** ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** მოქნილ გრაფიკს (შესაფერისია სტუდენტებისთვისაც)
** განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო STEM განათლების სფეროში

kinderlabgeo@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია