Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=680580&print=yes&view=jobs
 
ლიფტის ტექნიკოსის შემსწავლელი კურსი დასაქმებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიფტის ტექნიკოსის შემსწავლელი კურსი დასაქმებით
მომწოდებელი: CLC
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
გახდი ლიფტის ტექნიკოსი!

კომპანია "სი ელ სი" გთავაზობთ ლიფტის ტექნიკოსის პროფესიის შესწავლას სპეციალური პროგრამით და შემდგომ გარანტირებულ დასაქმებას.

სწავლების პერიოდი ანაზღაურებადია.

შეისწავლე ბაზარზე მოთხოვნადი მაღალანაზღაურებადი პროფესია და დასაქმდი გარანტირებულად!

გაიარე პრაქტიკული კურსი და დასაქმდი დარგის ლიდერ და ოქროს ბრენდის მფლობელ კომპანიაში.

კომპანია "სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟისა და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას. "სი ელ სი" აღიარებულია 2022 წლის, 2023 წლის და 2024 წლის ლიდერ კომპანიად დარგში, სადაც ის მოღვაწეობს. ასევე, 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი.

ძირითადი მოვალეობა:

** პროფესიის შესწავლა
** დამონტაჟებული ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობა/სერვისის გაწევა.

პიროვნული თვისებები:
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინურობა;
** მოწესრიგებულობა;

ელეტროობის ცოდნა და ელექტროობის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

შერჩევის ეტაპები შედგება:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
ანაზღაურება: შეთანხმებით;

თუ თვლით რომ ხართ ენერგიული, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, მზად ხართ შეისწავლოთ მაღალანაზღაურებადი პროფესია, შემოურთდეთ მოტივირებულ და ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, გთხოვთ, თქვენი CV გაგზავნოთ მისამართზე hrclcelevator@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "სი ელ სი"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია