Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=680574&print=yes&view=jobs
 
დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული
მომწოდებელი: ფუდ ორიენტალ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"შპს. ფუდ ორიენტალ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

შპს. "ფუდ ორიენტალ მენეჯმენტი", წარმოადგენს ნახევარფაბრიკატების საწარმოს, რომელიც 2019 წლიდან ბაზარზე ოპერირებს საფირმო დასახელებით "საბუე". "საბუე" ამ ეტაპზე ფლობს 3 საფირმო მაღაზიას - ორს თბილისში, ერთს რუსთავში. საწარმო მდებარეობას ქ. რუსთავში, კოსტავას გამზ. N4.

ჩვენ ვაწარმოებთ ბლინებს, ქაბაბს, კატლეტს, ვარენიკს, პელმენს, ხინკალს. ჩვენი პროდუქცია გამორჩეულია ხარისხით და გემოვნური თვისებებით.

ჩვენს გუნდში ვეძებთ დამწყებ მზარეულს, რომელიც გამოცდილი და პროფესიონალი შეფისგან ადგილზე შეისწავლის წარმოების სპეციფიკას. ხოლო სასწავლო პერიოდის შემდგომ დასაქმდება ჩვენს საწარმოში მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** პროდუქციის შენახვა და დასაწყობება სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის ვადების კონტროლი და შენახვის წესების დაცვა;
** საკვების უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• სასურველია კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება;

• სასურველია სამზარეულოს ინვენტართან (ხორცის მანქანა, ცომის საზელი) მუშაობის გამოცდილება

• სასურველია პროფესიული განათლება ამ სფეროში

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად და ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გარანტიები:

** სწავლების პერიოდი იქნება ანაზღაურებადი.
** უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
შრომის ანაზღაურება: ანაზღაურებადი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: fdoriental2025@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია