Робота для біженців з України
მომარაგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** მომარაგების პროცესის დაგეგმვა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძიება და შეძენის ორგანიზება
** წარმოებისათვის საჭირო მასალების შეკვეთა და მომარაგების ორგანიზება.
** მომარაგების პროცესის დოკუმენტაციის დროული, სწორი წარმოება, კონტროლი და ა.შ.
** საბაჟო საკითხების ცოდნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ტრანსპორტით მომსახურება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/9e39d963fbc354e51b082cc11e6b13d4

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე