Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=680414&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"York Towers" ეძებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სამშენებლო ობიექტის ზედამხედველს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ეფექტურ და ხარისხიან შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე, საპროექტო დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით.

გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკისა და ვადების მკაცრი დაცვით.
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე ყველა პროცესის უწყვეტი მონიტორინგი და კოორდინაცია.
** სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან და დადგენილ სახელმწიფო ნორმებთან (კოდექსებთან) სრულ შესაბამისობაში.
** შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი და პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
** სამშენებლო მასალების ხარისხის, სპეციფიკაციებისა და რაოდენობის კონტროლი შესყიდვების დოკუმენტებთან მიმართებაში.
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი.
** პროექტის პოტენციური რისკების ანალიზი და მათი პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით ცოდნა/დაცვა და უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება და გათვალისწინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით.
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი დადასტურებული გამოცდილება.
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეთიკის დაცვა.
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** შეზღუდულ ვადებში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, მოხარული ვიქნებით, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა!

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Vacancy@Yorktowers.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანტური პოზიციის შეფასების, სამუშაოსთვის თქვენი ვარგისიანობის და პოტენციური დასაქმების ურთიერთობის მართვის მიზნით. ეს მონაცემები დაცული იქნება 6 თვის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ავტორიზებული პერსონალისთვის. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა, მათი შესწორება ან წაშლა, ან თანხმობის გაუქმება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია