Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პოლარის ფაინანს
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია "Polaris Finance" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში.
** კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel სრულყოფილად);
** აუცილებელია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი;
** მოტივაცია და შრომისმოყვარეობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: 1000-1500₾, შეთანხმებისამებრ კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ჩვენ შესახებ: https://polarisfinance.ge

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@polarisfinance.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე