Робота для біженців з України
სამონტაჟო მიმართულების ობიექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამონტაჟო მიმართულების ობიექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "გარანტი ჯგუფი" ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო მიმართულების ობიექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარიდან + (ხელზე ასაღები);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამონტაჟო ჯგუფების ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ნახაზის შესწავლა საჭიროებისამებრ,
** პროექტის ფარგლებში სამონტაჟო სივრცის მონიტორინგი და ტექნიკური დეტალების გავლა;
** ობიექტზე სამონტაჟო სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრა პასუხისმგებელ პირებთან ერთად კოორდინაციაში;
** ობიექტებზე სამონტაჟო სამუშაოების ყოველდღიური კოორდინაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ობიექტებზე მიმდინარე სამონტაჟო პროცესის მუდმივი მეთვალყურეობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** სამუშაოებში ხარვეზის დროული აღმოჩენა, შესაბამისი რეაგირება და ეფექტური მოგვარება;
** სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი,
** ობიექტებზე დასრულებული მონტაჟის ხარისხის მონიტორინგი;
** ობიექტებზე სამონტაჟო ჯგუფის მემონტაჟეების მიერ შრომის უსაფრთხოების ნომრების დაცვის მონიტორინგი;
** შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დამუშავება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია ინჟინერია, არქიტექტურის მიმართულებით
** უპირატესია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება და მენეჯერული უნარები ;
** გუნდური მუშაობის, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვის ტექნიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სამონტაჟო მიმართულების ობიექტების მენეჯერი".

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "გარანტი ჯგუფმა"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე