Робота для біженців з України
პრესეილერი, მძღოლ-დისტრიბუტორი - სამეგრელო, გურია, იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესეილერი, მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ელიტფუდი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ელიტფუდი" გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.elitefood.ge FB: https://www.facebook.com/elitefoodgeorgia

კომპანია "ელიტფუდი" აცხადებს ვაკანსიებს პრესეილერისა და მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობებზე

ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

1) მძღოლ-დისტრიბუტორი (სამეგრელო-გურია)

ანაზღაურება: 1000-დან 1400 ლარამდე

მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება და თანხების გადახდის მონიტორინგი.
** აკონტროლოს ავტომობილი ტექნიკურად.

მოთხოვნები:

** იყოთ გამოცდილი საჭესთან და იცნობდეთ სამეგრელო-გურიას კარგად;
** მართვის გამოცდილება;
** სამუშაოს დასაწყებად აუცილებელია უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

2) პრისეილერი (სამეგრელო, გურია, იმერეთი)

პირობები:

** მაღალი საბონუსე სისტემა
** გეგმასთან მიბმული ანაზღაურება
** სამოტივაცი ბონუსი
** ანაზღაურება: 2000-დან 2700 ლარამდე

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება აუცილებელია
** სამეგრელოს და გურიის რეგიონის კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (ბუნებრივ აირზე მომუშავე აუცილებელია)
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში

დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: 571 57 10 10

CV გამოაგზავნეთ მეილზე: elitefood222@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე