|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** პროდუქციის მიღებისას, საწყობის უფროსისათვის და მენეჯერისათვის დახმარების გაწევა მიღებული საქონლის გადახარისხებაში და შემდგომ მათ დასაწყობებაში;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, პროდუქტის დაცულად და უსაფრთხოდ გადატანა/გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** უხარისხო პროდუქტის აღმოჩენისას უშუალო ხელმძღვანელზე ინფორმაციის დროული მიწოდება;
** საკვების ნარჩენების დროულად გატანა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი
ანაზღაურება: დღეში 66, 77 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|