|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დიასახლისის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, კვების ობიექტის მუდმივ რეჟიმში სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, შეკვეთა და მათი რაციონალურად ხარჯვა/გამოყენება;
** ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ინსტრუქციების (უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა, გამოყენების წესის დაცვა და კონტროლი) შესაბამისად გამოყენება;
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** კვების ობიექტის პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი;
ანაზღაურება: დღეში - 60.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|