Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=680316&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აღიარებულია 1997 წლიდან კანონით "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", რომელიც 2017 წელს განახლდა.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ- ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.
თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად ახერხებს 300 000-ამდე სოციალურად დაუცველის და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას 39 ფილიალისა და 15 000 რეგისტრირებული მოხალისეთა ქსელის მხარდაჭერით.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" შინმოვლის პროგრამისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული 27 სოციალური დღის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვას, ახდენს რეაგირებას კატასტროფების დროს, ავრცელებს ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნას, პოპულარიზაციას უწევს უანგარო სისხლის დონაციას და სხვა.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს მდებარეობა: ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები

ჩვენ გთავაზობთ:

** საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი - დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00)
** მინიმუმ 10 საათი კვირაში

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
** იდენტიფიცირება და კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან
** პოტენციური დონორების მოძიება მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია)
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი
** კომპიუტერული მუშაობის და საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი
** გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან
** გამკლავების უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია