Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "მერჩენდაიზერი" და ქალაქი "ქუთაისი" წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე