|
დასახელება:
მაღაზიის საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
შვიდი ვაინი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
შპს "შვიდი ვაინი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი (წყალსადენის ქ N20)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00სთ-მდე; შაბათი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას - 1000 ლარი (პლიუს კვარტლური ბონუსი)
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის მოწესრიგება პროდუქციის მიღებისთვის; პროდუქციის გახსნისას ყუთებისა და სხვა ნარჩენების გადაყრა
** პროდუქციის მიღება ზედნადების საშუალებით,
** გაყიდული და გადანაწილებული პროდუქტების მომზადება/გაცემა
** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა,
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khachidze@shvidiwine.com. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|