|
დასახელება:
კონტენტ-კრეატორი/ვიდეო-ბლოგერი/მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქართული ბიზნეს სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
ქართული ბიზნეს სახლი ჩინეთში აცხადებს ვაკანსიას კონტენტ-კრეატორი/ვიდეო-ბლოგერი/მენეჯერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ სასიამოვნო გარეგნობის, კრეატიულ, ენერგიულ და თანამედროვე გოგონას, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გუანჯოუში.
ადგილმდებარეობა: ქალაქი გუანჯოუ, ჩინეთი
ყოველდღიური მოვალეობები:
** ქარხნებსა და შოურუმებში ვიზიტი, მომხარებლისთვის საჭირო პროდუქციის გაცნობა და საინტერესო ვიდეოკონტენტის შექმნა-მონტაჟი;
** საჭირო პროდუქციის პრეზენტაცია და განთავსება სოციალურ პლატფორმებზე (TikTok, Instagram, Facebook და სხვ.);
** კომუნიკაცია ქართველ მომხმარებლებთან - შეკვეთების მიღება, დამუშავება და კოორდინაცია;
** საკუთარი იდეების და შემოქმედების რეალიზება კომპანიის ვიზუალურ კომუნიკაციაში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმებზე საინტერესო კონტენტის განთავსება;
** უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** უნდა ჰქონდეს გამართული მეტყველება და სასიამოვნო პრეზენტაციის უნარი;
** აუცილებელია წარმოადგინოს წინა სამსახურიდან სარეკომენდაციო წერილი და უმაღლესი განათლების დიპლომი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 800-1000$ თვეში (ხელზე ასაღები);
** დამატებითი ბონუსი - ყოველი წარმატებული შეკვეთიდან;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** სამუშაო ვიზა და ავიაბილეთი საქართველოდან გუანჯოუში;
** მეგობრული და პროფესიონალური გარემო;
** შესაძლებლობა, გამოავლინო საკუთარი კრეატიულობა და გახდე ქართველების თანამგზავრი და ბიზნეს პარტნიორი ჩინეთში.
გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: 2744726810@qq.com. ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კონტენტ-კრეატორი/ვიდეო-ბლოგერი/მენეჯერი გუანჯოუ".
|
|
|
|