Робота для біженців з України
სამეურნეო და ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო და ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: საინვესტიციო კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სტაბილურად მზარდი ქართული საინვესტიციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება კომერციული უძრავი ქონების სექტორზე ეძებს სამეურნეო და ტექნიკურ მენეჯერს.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა (პოზიცია მოიცავს აქტიურ მივლინებებს რეგიონებში);
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდული უძრავი ქონების/კომერციული ფართის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკური კუთხით;
** კონტრაქტორების მოძიება და შავი კარკასის ფარგლებში სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა;
** საჭირო მასალებისა და ტექნიკური საშუალებების მომარაგების უზრუნველყოფა;
** აბონირება/გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა (წყალი, ელექტროენერგია, გაზი);
** საჭიროებისამებრ მეზობლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მოიჯარის ტექნიკურ სამსახურთან მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და პრობლემის დროულად აღმოფხვრა;
** ბაზრის ანალიზი - ბაზარზე არსებული კონტრაქტორებისა და სამუშაო მასალების ფასების კვლევა/ანალიზი და მუდმივი მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და შესაბამისი კალკულაციების/დოკუმენტების მომზადების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: holdingcompanyhr@gmail.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური მენეჯერი. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე