Робота для біженців з України
HR რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR რეკრუტერი
მომწოდებელი: დაცვის სამსახური
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კერძო დაცვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის პოზიციაზე!

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია "HR რეკრუტერი"-ს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სასურველია;

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** შემუშავებული HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების საჭიროებისამებრ განახლება;
** სადაზღვევო და სოციალური ბაზების კონტროლი;
** აწარმოოს HR სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება;
** თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საჭიროებისამებრ უზრუნველყოს შექმნილი სამუშაო აღწერილობის განახლება;
** განიხილოს თანამშრომლების შიდა განცხადებები და მოახდინოს დროული რეაგირება;
** ხელი შეუწყოს არსებული ორგანიზაციული კულტურის შენარჩუნებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2025 წლის 05 ნოემბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "HR რეკრუტერი" და თქვენი სახელი, გვარი.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე