|
დასახელება:
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
DHL
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
|
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00-გრაფიკით);
ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურება;
** შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ჩამოსული გზავნილებზე ინფორმაციის გაცემა;
** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
** აიდენტიფიცირებს კლიენტის საჭიროებას და უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებას;
** ელექტრონული არხებით მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების გაყიდვას;
** საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" -ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|
|
|
|