Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=679815&print=yes&view=jobs
 
საბარათე გადახდებისა და მიწოდების უზრუნველყოფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბარათე გადახდებისა და მიწოდების უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას საბარათე გადახდებისა და მიწოდების უზრუნველყოფის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 1.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (11:00 საათიდან 20:00 საათამდე); დასვენების დღეები: კვირა და ორშაბათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ შემოსული შეკვეთების დამუშავება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, შეკვეთებისა და მიწოდების დეტალების დაზუსტება;
** ნივთების მიწოდების მენეჯმენტი;
** კურიერებისთვის ორდერების განაწილება;
** კურიერებისთვის ორდერების შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** მიწოდების მონიტორინგი და კურიერებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** თვის ჭრილში სამუშაო გეგმისა და კურიერების სამუშაო გრაფიკის მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ქართული ენა - სრულყოფილად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/2v0izuIFuZ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია