Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=679617&print=yes&view=jobs
 
ეტიკეტის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეტიკეტის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ეტიკეტის ოპერატორის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.

ძირითადი ამოცანები:

** პროდუქტის ეტიკეტისა და კონტრის ტიპის სწრაფი და ზუსტი იდენტიფიცირება;
** ეტიკეტირების აპარატზე შესაბამისი ეტიკეტისა და კონტრის სწორად დაყენება;
** ეტიკეტის პოზიციის, სიზუსტისა და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** შესაბამისი მანქანა-დანადგარის სწორი ექსპლუატაცია;
** ეტიკეტირების პროცესის მართვა: დამკვეთების, დამკვეთების მოთხოვნების, შეკვეთის ნომრების, სავაჭრო ნიშნების, სახეობების აქციზური მარკების და რაოდენობების მიხედვით
** გამოვლენილი ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი იდეების გაზიარება;
** სანიტარია-ჰიგიენის წესების დაცვა;
** გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად;
** კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო პროცესში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეტიკეტირების პროცესის მონიტორინგის უნარი.

პირობები:

** ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული და დანამატი
** წლიური პრემია შესრულების ხარისხიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00-17:00 / II ცვლა - 10:00-19:00. შესვენება - 1 საათი
** კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ეტიკეტის ოპერატორი).

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია