Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=679567&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ რეგიონალური კოორდინატორი ქალაქ გორში/ქუთაისში.

სამუშაო რეჟიმი: დისტანციური, 09:00 -18:00

ვინ ვართ:

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 10 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული წარმომადგენლობის მართვა (გორი/ქუთაისი და მიმდებარე სოფლები);
** უნივერსიტეტის საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება რეგიონში;
** აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრების, ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება;
** რეგულარული კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან: სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაცია, ახალგაზრდული ცენტრები;
** ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაღრმავება, მათთვის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული შეთავაზებების გაცნობა;
** აბიტურიენტების უნივერსიტეტის შესახებ ინფორმირება, მათი მოტივაციის გაძლიერება და უნივერსიტეტში ჩართვის ხელშეწყობა;
** რეგიონული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების მომზადება და უნივერსიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდთან კოორდინაცია;
** უნივერსიტეტის პოზიტიური იმიჯის მხარდაჭერა და გავრცელება რეგიონში;
** ადგილობრივ მედია-საშუალებებთან კომუნიკაცია და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** ბაკალავრის ხარისხი განათლების მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის (ან მომიჯნავე სფეროს), ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტების მართვის, ან განათლების პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
** გამსრთული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ორგანიზებისა და ღონისძიებების დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გამოცდილება;
** ადგილობრივი საგანმანათლებლო გარემოს და რეგიონალური კონტექსტის ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და ცენტრალურ ოფისთან ეფექტური კოორდინაცია;
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების (MS Office) და დისტანციური არხების გამოყენების ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: რეგიონალური კოორდინატორი ქალაქ გორში/ქუთაისში.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია