Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=679562&print=yes&view=jobs
 
დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
შპს. "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებლი მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.

შპს "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დანადგარის ოპერატორი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით დანადგარის ეფექტურად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** დანადგარის მუშაობისთვის წინა მოსამზადებელი პროცესების განხორციელება (მასალის მომზადება, განლაგება და ა.შ.)
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში, ხარვეზების დიაგნოსტირება, შეკეთება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება პრობლემის შესახებ
** კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებულ დანადგართან მუშაობის შესწავლა მოხდება უშუალოდ ადგილზე;
** სასურველია საწარმო მანქანა-დანადგარზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება (კურსი/კოლეჯი/სასწავლებელი)
** სასურველია საბაზისო ტექნიკური და/ან მექანიკური უნარ-ჩვევები

სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 2000 ლარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 809204.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია