|
დასახელება:
მცხობელი / კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
ქართული კვების ობიექტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
ქალაქ გუანჯოუში მდებარე ქართული კვების ობიექტი ეძებს პროფესიონალ მცხობელს/კონდიტერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი.
პოზიციის დასახელება: მცხობელი / კონდიტერი
მდებარეობა: ქალაქი გუანჯოუ, ჩინეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ტკბილეულის (ნამცხვრები, ტორტები, ფუნთუშეული, კროასანები, მაკარონები და სხვა) მომზადება ევროპული სტანდარტით
** მენიუს დაკომპლექტება და განახლებაში მონაწილეობა
** რეცეპტების კალკულაცია და ხარჯთაღრიცხვა
აუცილებელი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი პროფესიულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიანი, ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (საშუალო დონე)
** წინა სამსახურიდან მოწოდებული სარეკომენდაციო წერილი
პირობები:
** ხელშეკრულების ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 წელი (შეიძლება გაგრძელდეს შეთანხმებით)
** ხელფასი: $1000-1500$ (ხელზე ასაღები თანხა)
** გაყიდული პროდუქტის მოცულობაზე დამოკიდებული ბონუს სისტემა
** საცხოვრებლით უზრუნველყოფილი
** ყოველდღიური კვება სამუშაო დღეს
** სამუშაო ვიზით უზრუნველყოფა
** ერთმხრივი ავიაბილეთი (საქართველოდან ქალაქ გუანჯოუში)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: 2744726810@qq.com
შეუერთდი ჩვენს საერთაშორისო და მეგობრულ გუნდს და გაავრცელე ქართული გემო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მეგა ქალაქში!
გთხოვთ ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|