Робота для біженців з України
ავეჯის კონსტრუქტორი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ოპ-არტი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ოპ-არტი" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე ავეჯის საწარმოში.

ლოკაცია: ნატახტრის აეროდრომთან, კომპანია "ოპ-არტი"
დასაქმება: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ)
ანაზღაურება: 2, 500 ლარი (NET) + 1 კვ.მ = 15 ლარი

თქვენი როლი:

** ავეჯის პროექტების შექმნა, მორგება და ოპტიმიზაცია Graphisoft Archicad, AutoCAD, CutRight და CNC პროგრამებში (ამ ეტაპზე კომპანია იყენებს უკრაინულ პროგრამა "ელეკრანს".).
** თვეში მინიმუმ 200 კვ.მ ავეჯის პროექტირება წარმოებისთვის (სახვრეტ, საჭრელ, CNC)
** ხარისხისა და დიზაინის სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

** გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი
** დეტალებზე ზრუნვა, სიზუსტე და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი და მოტივაცია ახალი გამოწვევებისთვის

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და პროფესიული სამუშაო გარემო
** სტაბილური ანაზღაურება + შესრულებულ მოცულობაზე ბონუს
** კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

რეზიუმეს გაგზავნა და პერსონალური მონაცემები:

დაინტერესების შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: kh.devidze@op-art.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე