Робота для біженців з України
ონლაინ ტრენინგი - FIDIC პრეტენზიების და დავების გადაჭრა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ ტრენინგი - FIDIC პრეტენზიების და დავების გადაჭრა
მომწოდებელი: PricewaterhouseCoopers - Georgia
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"PwC საქართველო" გიწვევთ 2 დღიან ონლაინ ტრენინგზე - "FIDIC პრეტენზიების და დავების გადაჭრა".

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლებათ, გააუმჯობესონ კონტრაქტის მართვის უნარები და გაიღრმაონ ცოდნა FIDIC-ის კონტრაქტის ფარგლებში არსებული პრეტენზიებისა და დავების წარმართვის მიმართულებით.

ტრენინგი მოიცავს პრეტენზიების და დავების წარმართვას FIDIC-ის ყვითელი და წითელი წიგნების მიხედვით, 1999 და 2017 რედაქციების ძირითადი განსხვავებების მითითებებით.

ტრენერები:

** ლევენტ ირმაკი - FIDIC სერტიფიცირებული ტრენერი, არბიტრი (დავების განხილვის საბჭო)
** ქეთევან შერვაშიძე - PwC საქართველოს იურიდიული პრაქტიკის მენეჯერი, FIDIC სერტიფიცირებული კონტრაქტ მენეჯერი.

ადმინისტრაციული დეტალები:

ინგლისურენოვანი ონლაინ ტრენინგის თარიღები: 25 და 26 ნოემბერი, 2025წ.
დრო: 10:00-16:30 თბილისის დროით.
ტრენინგის საფასური: 950 ლარი + 18% დღგ (ერთ ადამიანზე)
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2025წ.

რეგისტრაციის ბმული - FIDIC პრეტენზიების და დავების გადაჭრა

* მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 25-ით, მინიმალური რაოდენობა 10.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე