| 
				დასახელება: 
				პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ინტელკომ ჯგუფი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -"ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით 
 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/ 
 
ანაზღაურება და ბენეფიტები: 
 
** ხელფასი: კონკურენტული ანაზღაურება, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; 
** საახალწლო პრემიები; 
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები; 
** მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები); 
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; 
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები. 
 
სამუშაო პირობები: 
 
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; 
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; 
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); 
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. 
 
ქსელების მიმართულება მოიცავს: 
 
** LAN/WAN ქსელები; 
** კორპორატიული WiFi; 
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** ანალიტიკური საქმიანობა; 
** პროდუქტების მართვა; 
** პროდუქტების განვითარება; 
** მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა; 
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით; 
** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ქსელების მიმართულებით, ქსელის ინჟინრის, PreSales ინჟინრის, პროდუქტის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე; 
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე); 
** როუტერის და სვიჩის მუშაობის პრინციპების ცოდნა; 
** ქსელების მიმართულებით სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით". 
 
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |