Робота для біженців з України
ოფისის დიასახლისი, მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის დიასახლისი, მძღოლი
მომწოდებელი: Loft Towers
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
დეველოპერული კომპანია "LOFT TOWERS"-ის ვაკანსიები: ოფისის დიასახლისი, მძღოლი

1. დიასახლისი

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური სისუფთავის უზრუნველყოფა
** ჩაისა და ყავის მომზადება თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის;
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება;
** სამზარეულოსა და საოფისე მარაგების შევსება
** მცირე საოფისე სამუშაოებში დახმარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** დროის შეგრძნება და პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** სტაბილურ დასაქმებას და ღირსეულ ანაზღაურებას.

2. მძღოლი

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების, ან სტუმრების დროული და უსაფრთხო გადაყვანა საჭირო მიმართულებით;
** საქონლის, დოკუმენტების და სხვა ნივთების გადატანა კომპანიის შიდა დავალებების ფარგლებში;
** მარშრუტის წინასწარი დაგეგმვა და ოპტიმალური გზის შერჩევა.
** ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება (საჭე, ზეთი, საბურავები, ბენზინი, ფარები და ა.შ.);
** პერიოდული ტექნიკური მომსახურების ორგანიზება (გარბენის მიხედვით);
** ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა
** ავტოინციდენტების შემთხვევაში დროული ინფორმაციის მიწოდება შესაბამის პირებთან;
** ყველა საჭირო საბუთის ქონა და კონტროლი;
** მოძრაობის წესების მკაცრი დაცვა;
** საწვავის მოხმარების აღრიცხვა და ანგარიშგება ადმინისტრაციასთან;
** მცირე საოფისე მიტან-მოტანის დავალებები;
** სტუმრების მიღება აეროპორტში ან შეხვედრებზე წაყვანა;
** საჭიროებისამებრ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება მენეჯერის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა, საკუთარი ბიზნეს კლასის ავტომობილი
** მძღოლად მუშაობის გამოცდილება მინ. 2 წელი;
** ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით გზების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დისციპლინა;
** თავაზიანობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** საწვავი -კომპანიის ხარჯზე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინფორმაცია: Info@lofttowers.ge

ოფისი მდებარეობს: ბათუმი, რუსთაველის 31.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე