|
დასახელება:
ER დღის რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
შპს აკადემიკოს "ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ER დღის რეგისტრატორის ვაკანსიას.
მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 17:30;.
ანაზღაურება: 700-900 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული პაციენტების რეგისტრაცია, სამედიცინო ბარათის გახსნა, საჭირო მომსახურების და ღირებულების გაცნობა;
** პაციენტებზე დაფინანსების წყაროს გარკვევა, სადაზღვევო პაკეტის გარკვევა და სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირება;
** ქვითრების გაცემა სერვისებთან დაკავშირებით;
** შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევის დროს შესაბამის ადგილას;
** კალკულაციაზე პაციენტის ან მისი პატრონის ხელმოწერის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის/ეკონომიკის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების სპეციალობით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@gudushauri.ge ან დარეკოთ მითითებულს ნომერზე +995 579 82 83 38 და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|