|
დასახელება:
უნივერსალური ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
სქაი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
შპს "sky group" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო, სანტექნიკური და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმებების ჩატარება;
** ტექნიკური გუნდის დახმარება მიმდინარე სამუშაოებში.
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება ან შესაბამის პოზიციაზე გამოცდილება;
** ელემენტარული ცოდნა ელექტრო და სანტექნიკურ მიმართულებებში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროული და ორგანიზებული სამუშაოს შესრულების უნარი;
** მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ დასაქმებას მზარდ კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე ხელზე ასაღები 1500-1800 ლარი.
გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@skygroup.ge გთხოვთ subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 557 537
|
|
|
|