Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=679065&print=yes&view=jobs
 
ანესთეზიის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანესთეზიის ექთანი
მომწოდებელი: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24 სთ მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი/ბებია ქალის/მედდის კვალიფიკაციის დიპლომი/ ცნობა უნივერსიტეტიდან (მინიმუმ VII სემესტრი)

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 29 ნოემბერი.

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია