|
დასახელება:
Python დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
ვაირალ ლაბი
|
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
ტექნოლოგიური კომპანია "ვაირალ ლაბი" ეძებს Python დეველოპერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს ზრდად გუნდს და იმუშავებს სარეკლამო პლატფორმების მონაცემთა ანალიზისა და ავტომატიზაციის მიმართულებით.
სამუშაო ფორმატი: 100% დისტანციური
მოვალეობები:
** სარეკლამო კომპანიისთვის backend სისტემის მოვლა და განვითარება;
** Youtube, Facebook და TikTok პლატფორმებიდან სარეკლამო კამპანიების მონაცემთა ინტეგრაცია, ოპტიმიზაცია და ანალიზი;
** სამუშაო პანელის (dashboard) გაუმჯობესება და ახალი ფუნქციონალის დანერგვა;
** ავტომატური პროცესების დახვეწა და ახალი ინსტრუმენტების იმპლემენტაცია.
სამუშაო პირობები:
** გუნდი: 3 პროგრამისტი (მოგვიანებით იგეგმება გუნდის გაფართოება);
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში);
** მუშაობის ფორმატი: 100% დისტანციური (გუნდის კომუნიკაცია — Slack-ზე);
** კლიენტთან კომუნიკაცია: ინგლისურ ენაზე;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე — გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი დიაპაზონი.
მოთხოვნები:
** პროგრამული ენა: Python (ფრეიმვორკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ასევე ფასდება პოპულარული ბიბლიოთეკების ცოდნა)
** მონაცემთა ბაზები: MySQL ან MongoDB
** ვერსიის კონტროლი: Git
** სერვისების არქიტექტურა: REST API
დამატებით ჩაითვლება უპირატესობად: Docker, Redis, RabbitMQ ან მსგავსი ინსტრუმენტები.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hiring.virallab@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "Python Developer".
ასევე სასურველია დაურთოთ თქვენი პორტფოლიო, GitHub/Bitbucket ანგარიში და ანაზღაურების სასურველი დიაპაზონი.
|
|
|
|