| 
				დასახელება: 
				ადმინისტრატორი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							XS სათამაშოები
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში და ერთი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. 
 
სამუშაო პირობები: 
 
** ლოკაცია: გალერია თბილისი; 
** მიმართულება: Build a Bear-ის "სახელოსნო"; 
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 40 სთ-იანი სამუშაო კვირა. 
 
ჩვენთან გელოდებათ: 
 
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
** კომფორტული სამუშაო გარემო; 
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. 
 
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა; 
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; 
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება; 
** სალაროს მართვა; 
** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
 
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
** სასურველია სამუშაო გამოცდილება; 
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; 
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
 
** კომუნიკაბელურობა; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პუნქტუალურობა. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. 
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |