|
დასახელება:
ხელოვნური ინტელექტის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ეი აი ქიუ აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"AIQ Academy" ეძებს საშუალო კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის (მე-5 - მე-8), ხელოვნური ინტელექტის მოტივირებულ და შემოქმედებით მასწავლებელს, რომელიც უკვე არსებული სასწავლო კურიკულუმით და დეტალური პროგრამით, ბავშვებს გააცნობს ხელოვნური ინტელექტის საინტერესო სამყაროს.
სამუშაო პირობები:
** ჯგუფის ზომა: 3-6 ბავშვი
** გრაფიკი: კვირაში 1-3 საათი (შეიძლება გაიზარდოს)
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და ჩატარებული საათების მიხედვით
** მდებარეობა: საბურთალო, დელისის მიმდებარედ
ძირითადი მოვალეობები:
** მზა სასწავლო პროგრამისა და კურიკულუმის მიხედვით გაკვეთილების ჩატარება;
** AI-ის კონცეფციების მარტივი და გასაგები ენით ახსნა ბავშვებისთვის;
** ინტერაქტიული და თამაშის ელემენტებით გაჯერებული გაკვეთილების წარმართვა;
** ბავშვების ინტერესისა და ჩართულობის შენარჩუნება
მოთხოვნები
აუცილებელი:
** ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი (9-12 წლის ასაკობრივი ჯგუფი);
** ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ცოდნა და ტექნოლოგიებით დაინტერესება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა
სასურველია:
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (9-12 წლის ასაკობრივი ჯგუფი);
** პედაგოგიური განათლება;
** გამოცდილება STEM საგნების სწავლებაში;
** ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განათლება;
** შემოქმედებითი მიდგომა სწავლებისადმი
კონტაქტი: hr@aiqacademy.ge
|
|
|
|