|
დასახელება:
პრომო აგენტი
|
| მომწოდებელი:
Wine Kakheti
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
Wine Kakheti არის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. კომპანიას კახეთის რეგიონში გაშენებული აქვს ვენახები და აწარმოებს ღვინოს საკუთარ ქარხანაში.
სამუშაო ობიექტის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი.
ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება, დეგუსტაცია, უპირატესობების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება, მეღვინეობის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** დარწმუნების უნარი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3 დღე (პარა, შაბ, კვ.) 8 საათიანი გრაფიკით, 13:00-21:00 საათამდე.
ანაზღაურება: დღეში 50 ლარი + ბონუსები
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2025 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@wk.ge
დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "პრომო".
|
|
|
|