|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
სმაილი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
ტექნიკის მაღაზია "სმაილი" თელავში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თელავი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** დახმარების გაწევა კონსულტანტებისთვის პროდუქციის მერჩენდაიზინგის პროცესში
** ფასმაჩვენებლების წარმოდგენის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
უნარები/პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სწავლის, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, დინამიკურ და განვითარებად კომპანიაში
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
ტექნიკის მაღაზია "სმაილი" თელავში არსებობს 15 წელზე მეტია, ერთ-ერთი დიდი და წარმატებული კომპანიაა თელავში, რომელიც მუდმივად ვითარდება. მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ტექნიკას, მომსახურებას, მსოფლიო ბრენდების მრავალფეროვან, ფართო არჩევანს მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად.
კომპანია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ობიექტურად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|