|  
		
			| დასახელება: 
				შესყიდვების სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯეორჯიან პროდაქტს |  
			| გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი |  
			| დეკორატიული და ცხოველებისთვის სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი, წარმატებით ოპერირებს 2014 წლიდან საქართველოში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი ასაქმებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება ევროპული ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.
 
 "Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
 
 სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
 ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 (ერთი)
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** წარმოებისთვის განსაზღვრული ნედლეულისა და დამხმარე საშუალებების შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა
 ** მარაგებისა და ხარჯების კონტროლი, მჭიდრო კოორდინაცია საწყობის გუნდთან;
 ** შესყიდვებთან დაკავშირებული რეპორტინგი და ანალიტიკა უშუალო ხელმძღვანელთან;
 ** შესყიდვების პროცესში არსებული რისკების შეფასება;
 ** უცხოური და ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება და პარტნიორული ქსელის გაფართოება;
 ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, მიწოდების პირობები, პროდუქციის ხარისხი, გადახდის პირობები);
 ** შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
 ** იმპორტ-/ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
 ** სხვა ამოცანების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვების პროცესთან.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში;
 ** შესყიდვებისა და/ან ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სექტორში);
 ** ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარი;
 ** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით სასურველია თურქული ან/და რუსული ენა).
 ** Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
 ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
 ** კონკურენტულ ანაზღაურებას;
 ** კვების უზრუნველყოფას;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით.
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: Hr@geopro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |