|  
		
			| დასახელება: 
				კონტენტის სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							TNET |  
			| გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი |  
			| შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას "MyMarket"-ს Content Specialist-ის პოზიციაზე! 
 www.tnet.ge
 
 სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
 სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00.
 
 შენი როლი "თინეთში":
 
 ** საიტზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტის (პროდუქტის მახასიათებლების, ფოტომასალის, დასახელებების) სისწორის გადამოწმება შესაბამისად დადასტურება ან დაბლოკვა;
 ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის აღწერის გრამატიკულად გამართვა, რედაქტირება;
 ** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.
 
 ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
 
 ** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 ** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
 ** ფლობ საოფისე პროგრამებს.
 
 "თინეთში" დაგხვდება:
 
 ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
 ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
 ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
 ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
 ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
 ** მოქნილი სამუშაო გარემო.
 
 თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge.
 
 პერსონალური მონაცემების დაცვა:
 
 შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
 
 ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
 ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
 ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
 ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 |  |  |  |