Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=677116&print=yes&view=jobs
 
ელექტრო ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ტექნიკოსი
მომწოდებელი: ენსო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.
ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებს, წყლის ფილტრაციას, ქიმიურ დოზირებასა და დეზინფექციას.

ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას ელექტრო ტექნიკოსის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ელექტრო ინჟინრის მიერ შემუშავებული პროექტების საფუძველზე ინდუსტრიული და კომერციული დანადგარების მართვის კარადების აწყობა, მონტაჟი და გამართვაში- ტექნიკური სიზუსტითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით

რა დაგევალებათ?

** ინდუსტრიული დანადგარების მართვის კარადების ელექტრო მონტაჟის, კაბელირების და შეერთებების შესრულება პროექტის სქემების მიხედვით
** ელექტრო კომპონენტების მონტაჟი და შეერთება განსაზღვრული სქემების შესაბამისად
** ტესტირების და გამართვის პროცესში ჩართვა ინჟინერთან ერთად
** სარემონტო და პრევენციული სამუშაოების შესრულება
** ტექნიკური გაუმართაობის იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მხარდაჭერა
** სამუშაო ადგილზე ელექტრო უსაფრთხოების წესების დაცვა

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ:

** პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ელექტრო მონტაჟის ან ინდუსტრიული სისტემების აწყობის სფეროში
** გაქვთ ელექტრიკოსის თანრიგი (სასურველია)
** ელექტრო სქემების წაკითხვისა და ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი და ტექნიკური დავალებების დროულად შესრულება
** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
** მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4) .

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** საპარკინგე ადგილს;
** კორპორაციულ ნომერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო ჯგუფის" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია