|  
		
			| დასახელება: 
				გაყიდვების მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							CLC Elevator |  
			| გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი |  
			| "CLC Elevator" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2024 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
 
 კომპანია "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
 
 პოზიციის აღწერა:
 
 ანგარიშვალდებულია: გაყიდვების ხელმძღვანელთან
 
 პირობები:
 
 ** ლოკაცია: თბილისი
 ** სამუშაო გრაფიკი: სრული
 ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
 ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე
 ** სახელფასო ანაზღაურება: 2000 ₾ და ბონუსი
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება — პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
 ** პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.);
 ** შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან — პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება;
 ** პირისპირ გაყიდვების განხორციელება — მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა;
 ** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი — გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა;
 ** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
 ** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
 ** გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** გაყიდვებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
 ** სავალდებულოა ქართულის ენის გამართულად ცოდნა;
 ** MS office -ის კარგად ცოდნა;
 ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - არა სავალდებულო;
 ** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
 ** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
 ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
 CLC Elevator გთავაზობთ:
 
 ** მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
 ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
 ** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
 ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
 ** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
 ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
 
 საკონტაქტო ელფოსტა: hrclcelevator@gmail.com
 |  |  |  |