|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
Avia.ge
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
"ავია.ჯი" - შენი პარტნიორი მოგზაურობაში
გაქვს გამოცდილება კონტენტის შექმნაში და გიყვარს მოგზაურობა?"ავია.ჯი" ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ კონტენტ კრეატორს, რომელიც შექმნის შთამაგონებელ ვიზუალურ და ტექსტურ მასალებს ჩვენი მომხმარებლისთვის.
** შექმნი კონტენტს სოც. მედიისთვის (Facebook, TikTok,)
** მოამზადებ პოსტების ტექსტებს, ვიზუალურ მასალებს (Canva, Capcut-თ ან სხვა პლატფორმებით)
** ჩაერთვები ვიდეორგოლების დაგეგმვასა და მომზადებაში
** დაწერ ბლოგპოსტებს, ნიუსლეთერებს და გზამკვლევებს ტურისტული მიმართულებების შესახებ
** მიადევნებ თვალყურს ტრენდებს და შემოგვთავაზებ კრეატიულ იდეებს
ვის ვეძებთ:
** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კონტენტის შექმნაში
** იცი, როგორ შექმნა კონტენტი, რომელიც საინტერესოა და მოქმედებს
** კარგად ფლობ ქართულ ენას
სამუშაო პირობები:
განაკვეთი:
სრული: 2000 ლარი თვეში
ნახევარი: 1000 ლარი თვეში
გრაფიკი: კვირაში 5 დღე სამუშაო დღე ხოლო 2 დასვენების.
როგორ გამოაგზავნო განაცხადი:
გთხოვ გამოგვიგზავნო CV და პორტფოლიო ან სოც. მედია პროფილები (Instagram, TikTok და სხვ.) შემდეგ ელფოსტაზე: geoaviahr@gmail.com
|
|
|
|