Робота для біженців з України
ფინანსისტი - წარმოების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი - წარმოების მიმართულებით
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.

თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო შენი ლიდერული უნარები- შემოგვიერთდი!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2ee8smde

ფუნქცია-მოვალეობა:

** საწარმოო ბიუჯეტის მიღება;
** შესყიდვების ბიუჯეტის დადასტურება, აღრიცხვა და მონიტორინგი;
** მარაგების აღრიცხვა;
** წარმოების მიმდინარეობის აღრიცხვა (საწარმოო აქტის წარმოება);
** წარმოების სახელფასო პროექტის მართვა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია წარმოებაში მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამის (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ლაზიერში დაგხვდებათ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** ფიტპასი;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსისტი წარმოების მიმართულებით".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე