|  
		
			| დასახელება: 
				TP აკადემია თბილისი - გერმანული ენის უფასო კურსი/ დასაქმება |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							მეიჯერელ აკადემია |  
			| გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 04 ნოემბერი |  
			| გერმანული ენის აკადემია TP საქართველოს უნიკალური ინიციატივაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის უფასო კურსს და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. 
 კურსს გამოცდილი ტრენერები — ფრანკ და ლუკა ულრიხ შრაიერები უძღვებიან. შერჩეული კანდიდატები გერმანული ენის 3-საათიან ტრენინგებს 20-24 კვირის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ, დაესწრებიან. ამ ეტაპზე დაგეგმილია 2 კურსი — ონლაინ და პირისპირ (ტელეპერფორმანსის ოფისში — ილია ჭავჭავაძის გამზირი 34, ბიზნესცენტრი პიქსელი).
 
 ონლაინ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
 პირისპირ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
 
 გაითვალისწინეთ, რომ თვეში 1 შაბათს, თბილისის ოფისში ჩატარდება 8-საათიანი ტრენინგი, რომელზეც პირისპირ დასწრება აუცილებელია.
 
 აკადემიაში მონაწილეთა შერჩევისთვის მხოლოდ სამი სავალდებულო წინაპირობა გვაქვს:
 
 ** გერმანული ენის A2-B1 დონეზე ცოდნა;
 ** ჩვენს გუნდში მუშაობის სურვილი;
 ** თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრება (რადგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა თბილისშია).
 
 შერჩევის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება:
 
 ** აპლიკაციების გადარჩევა;
 ** გასაუბრება;
 ** ტესტირება საბაზისო კომპიუტერული უნარების შესამოწმებლად.
 
 თქვენს აპლიკაციებს 4 ნოემბრამდე ველით.
 
 კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ: geacademy@majorel.com
 
 ეწვიეთ ბმულს: https://tp-georgia.softgarden.io/job/50341543?l=de
 |  |  |  |