Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=674699&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Pasta Reggia, Vileda, Olio Basso, Wilkinson Sword, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann (და სხვა) დისტრიბუციას.
http://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის ქ. N17a
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ.
ანაზღაურება: 3000-3500 ლ + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულება, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდის მიერ
** გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში (წლის, კვარტლის, თვის) საერთო სტრატეგიის განსაზღვრა, კონტროლი და შედეგების ანალიზი
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი - ბაზრების ზრდის, გაფართოებისა და ცვლილებების ანგარიშგება
** კომპანიის გაყიდვების ზრდის ინიცირება და შემოსავლების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების ახალი არხების, პარტნიორი კომპანიების, კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
** ყოველდღიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა განსაზღვრული და დელეგირებული პირობების ფარგლებში
** კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების მუდმივი მონიტორინგი
** აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან, ბრენდ-მენეჯერებთან, სუპერვაიზერებთან და VIP კოორდინატორებთან თანამშრომლობით
** დაგეგმილი აქციების შედეგების შესახებ რეპორტის მოთხოვნა სუპერვაიზერებისა და VIP კოორდინატორებისგან და შედეგების ანალიზი
** კონკურენტი კომპანიების და ბაზრის ანალიზი (დაგეგმილი აქტივობების, სიახლეების, ფასების ცვლილების შესახებ)
** კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა და ბაზარზე კომპანიის პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** გაყიდვების მუდმივი ოპერაციების (შეკვეთა, დაბრუნება) მონიტორინგი
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი/მართვა ხელშეკრულების დონეზე
** პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება, მათი საქმიანობის მონიტორინგი, სწავლება, მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრენინგება, მათ შორის კომპანიის მიერ შემუშავებული მერჩენდაიზინგის პრინციპებისა და სარეკლამო მასალის გამოყენების წესების შესახებ
** ხელფასისა და ბონუსის კალკულაციისთვის საჭირო რეპორტის ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება
** ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

გამოცდილება:

** აუცილებელია სადისტრიბუციო კომპანიაში, გაყიდვების სფეროში სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა,
** აუცილებელია MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა

თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია