Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673869&print=yes&view=jobs
 
კომერციული დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: სამშენებლო ჰოლდინგური კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
სამშენებლო ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები

** კომერციული დირექტორის კალენდრის მართვა: შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, მივლინებების, მოლაპარაკებების, კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომერციულ დირექტორთან ერთად შეხვედრებზე დასწრება, შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტაციის/ოქმების წარმოება, შესაბამისი პირებისთვის მიწოდება და შესრულების პროცესის, ვადების მონიტორინგი;
** კომერციული დირექტორის კორესპონდენციის მართვა: ელ-ფოსტაზე შემომავალი წერილების მიღება/გაანალიზება, დირექტორისთვის გაცნობა და მიმოწერებში ჩართვა დირექტორთან შეთანხმებით;
** კომერციული დირექტორთან შეთანხმებით საქმიანი დოკუმენტების მიღება, დასამტკიცებლად/ხელმოსაწერად წარდგენა, განსაზღვრულ ვადებში რეაგირება, ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
** მიღება-ჩაბარების აქტების ვიზირების პროცესის კონტროლი და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
** კომერციულ დირექტორთან ერთად პროექტებში ჩართულობა, ახალ პროექტებთან დაკავშირებული გეგმების შესაბამისად აქტუალური საქმეების პროგრესის, დედლაინებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიული ამოცანების და პროექტების ჭრილში, აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, პროექტის ვადების დაცვისა და შესრულების ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** კომერციულ დირექტორსა და კომპანიის მენეჯმენტთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესის მართვა;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

მისამართი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Hr@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია